ხარაჩოს ზომები (2მ*0.75მ*1.5მ) სპეციალურად არის შემუშავებული, რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს ბინის ინტერიერინტერიერზე, ის ადვილად მოძრაობს დერეფანში და შეუძლია გაიაროს ნებისმიერი სტანდარტული კარი. ასევე, ოპტიმალურად არის შერჩეული ხარაჩოს დასადგმელი სიმაღლე (1მ), რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო სიმაღლეს 3მ + ჭერზე და კარის ზედა ჭრილებზე; 4-ივე ფიქსირებადი ბორბალი უზრუნველყოფს მაღალ მობილურობას და მდგრადობას.
ჩვენი ხარაჩო წამოებულია საქართველოში, არ იღუნება სხვა ანალოგებისგან განსხვავებით და დიდხანს ერთგულად გემსახურებათ. მოსახერხებელი კონსტრუქციისა და მასალის ხარჯზე ის ადვილი გადასატანია როგორც მუშაობის პროცესში ასევე ტრანსპორტირებისას.
ხარაჩო (2მ*0.75მ*1.5მ) საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაფაროთ დიდი სივრცე, როგორც ადგილიდან-ადგილზე გადაადგილებისას, ასევე ხარაჩოდან მუშაობისას. ხარაჩო დამზადებულია 1,5 მმ სისქის მილკვადისგან, რაც ოპტიმალურია კონსტრუქციული სიძლიერის, გამძლეობისა და კონსტრუქციის წონის თვალსაზრისით. კონსტრუქციის აწყობას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და იდეალურია ნებისმიერი ტიპის შიდა (ასევე გარე) სამუშაოებისთვის.