კარგია მათთვის ვისაც კომპიუტერთან დიდი დროის გატარება უწევს (მათ შორის მოზარდებისთვის). სიმაღლეზე ადაპტირებადი სპეციალური მაგიდა (ზომები:120×60, 120×70, 140×70, 160×70-ზე) საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და იმუშაოთ ფეხზე მდგომმა.
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა კომპიუტერის მაგიდასთან ხანდახან ძალიან დიდ დროს ვატარებთ, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს პროდუქტიულობაზე და ხშირად ჩვენს ჯანმრთელობაზე. ხშირია ზურგის კუნთების და ხერხემლის გადაღლა და გამრუდებაც კი, ექიმები გვირჩევენ ყოველ 30-40 წუთში ერთხელ მოვწყდეთ კომპიუტერს ავდგეთ და გავიშალოთ, თუმცა ამ რეკომენდაციის შესრულება არც ისე ადვილია, უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ გვავიწყდება ან იმდენად ჩართულები ვართ სამუშაო პროცესში, რომ ასე ადვილად ვერ მოვწყდებით კომპიუტერის ეკრანს.
ჩვენი სიმაღლის ადაპტირებადი მაგიდა საშუალებას გაძლევთ აწიოთ სამუშაო მაგიდის ზედაპირი და იმუშაოთ ფეხზე მდგომმა. ამით თქვენ განტვირთავთ თქვენს ხერხემალს და დაასვენებთ ზურგის კუნთებს და/ან შეძლებთ მსუბუქი ვარჯიშის შესრულებას. სამუშაო პოზის ხშირი ცვლა კი დადებითად მოქმედებს თქვენს ხერხემალზე, ზურგის კუნთებზე და სისხლის მიმოქცევაზე. თქვენ ნაკლებად იღლებით, ინარჩუნებთ ჯანმრთელობას და ხართ უფრო პროდუქტიული. სიმაღლის ადაპტირებადი მაგიდა იდალურია მოზარდებისთვის და საქმიანი ხალხისთვის რომლებსაც კომპიუტერთან დიდი დროის გატარება უწევთ