წესები და პირობები

საიტის მოხმარების ზოგადი წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს ერგონომიქსს (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების და/ან სხვა აპლიკაციების  გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.

შპს ერგონომიქსი ვებ გვერდის www.ergonomics.ge-ს საშუალებით მომხმარებელს სთავაზობს ქონების/ნივთის/პროდუქციის/მომსახურების ყიდვის შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით.

წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად ვებ გვერდზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის ვებ გვერდით სარგებლობა და ქონების/ნივთის/პროდუქციის/მომსახურების შეძენა ავტომატურად ეთანხმება მოყვანილი წესებს და პირობებს და ვალდებულია დაიცვას ისინი. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. გთხოვთ, ვებგვერდიდან საქონლის შეკვეთის განხორციელებამდე, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მოხმარების წესებსა და პირობებს (შემდგომში – წესები და პირობები”). ჩვენი ვებვერდით, მობილური აპლიკაციით ან ტელეფონით ნებისმიერი საქონელის შეკვეთისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებს და პირობებს.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.

კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები!!!…

 

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე;

  • ვებგვერდი – ნიშნავს ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს www.ergonomics.ge;
  • კომპანია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს შპს ერგონომიქსი, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402197608, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, დიდუბის რაიონი, დ. ყიფიანის ქ., N13, ბ. 13;
  • მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ – ნიშნავს მომხმარებელს – მყიდველს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) ცალ-ცალკე და ერთად რომელიც შედის ვებ გვერდზე. ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე.
  • მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
  • მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის და მომხმარებლისა.
  • საკონტაქტო ინფორმაცია – მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  • ოპერაცია – მომხმარებლის მიერ მის პირად ანგარიშთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
  • ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი.
  • პროდუქცია – ნებისმიერი პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ვებ გვერდზე.
  • შეთანხმება – ეს მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაფორმების, თანხის გადახდის, მედიის მართვა და პროდუქტის მიწოდების ინსტრუქციები, რომელსაც თქვენ ეთანხმებით შეკვეთის განხორციელების დროს.

 

მხარეთა უფლება–მოვალეობები

მიმწოდებლის ვებ გვერდზე შეკვეთის განხორციელებისას თქვენ:

  • როგორც მომხმარებელი, იცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ გვერდით სარგებლობის პირობებს.
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
  • იღებთ პასუხისმგებობას თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეზე.
  • იძლევით გარანტიას, რომ ის საბანკო ბარათი, რომლის დეტალებსაც გვაწვდით, არის თქვენი პირადი და ხართ უფლებამოსილი რომ განახორციელოთ გადახდის ოპერაცია.
  • დაიცავთ ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს.
  • არ განახორციელებთ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნებისათვის, ვებ გვერდის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.
  • არ წარმოადგენთ თავს სხვა მომხმარებლად ან/და არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდის ან/და მომსახურების გამართულ მუშაობას.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმდებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.

 

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ:

  • როგორც გარიგების მხარე, დავიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ გვერდით სარგებლობის პირობებს.
  • მივმართავთ მაქსიმალურ ძალისხმევას და ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი შეკვეთის და გადახდის დეტალები იყოს დაცული.
  • არ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.
  • თუ მიტანის სერვისი და/ან პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ SMS-ით ან სატელეფონო ზარით, ვებ გვერდზე რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორციელების დროს, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.

 

შეკვეთის გაფორმება და შეძენა

  • ჩვენი ვებ გვერდიდან პროდუქტის ონლაინ შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე რეგისტრაციის გარეშე.
  • პროდუქციის მიწოდების შესახებ შეთანხმება არის თქვენსა და შპს ერგონომიქს შორის.
  • ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, პერიოდულად შევცვალოთ ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი პროდუქციის ჩამონათვალი და ფასები. ჩამონათავლის და ფასების ცვლილება არ გავრცელდება უკვე შეძენილ პროდუქტებზე.
  • ვუზრუნველყოფთ თქვენამდე ინფორმაციის მოწოდებას, მიტანის სერვისის ან სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ შეკვეთის გაფორმების დროს.
  • საბანკო ბარათით გადახდისას საჭიროა შეკვეთის გაკეთების დროს, გადახდის ღილაკის დაჭერის შემდგომ ავტომატურად გადამისამართებულ საქართველოს ბანის გვერდზე, შეიყვანოით თქვენი ბარათის მონაცემები და თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ბარათიდან. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათით. მომსახურების ან სხვა სახის საკომისიო არ გეჭრებათ.

 

პროდუქტის მიწოდება

ვებ გვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. მიწოდების პირობები და ვადები განისაზღვრება მომხმარებელთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე ან ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით.

  • შეძენის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.
  • არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინტრუქციების არსებობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება დაზუსტებულ რეალურ მისამართზე განხორციელდეს მეორედ, თუ თქვენ ადგილზე დამატებით გადაიხდით მიტანის საფასურს.
  • თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პროდუქციის მიწოდების დროს ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური პირობები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ მიტანის ადგილზე მისასვლელად საჭირო შესაბამის პირობებს.
  • იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ ისარგებლოთ მიტანის სერვისით და გსურთ თავად აიროთ შეძენილი პროდუქტი გთხოვთ დაუკავშირდეთ შპს ერგონომიქსის ადმინისტრაციას ვებ გვერდზე მითითებულ საკონტაქტაქტო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ვალდებული მოახდინოთ მზა პროდუქციის სახელოსნოდან გატანა.

 

შეკვეთის გაუქმება

  • ჩვენ შეიძლება გავაუქმოთ შეკვეთა თუ რომელიმე პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი რაიმე მიზეზის გამო. ჩვენ გაცნობებთ გაუქმების შესახებ და დავაბრუნებთ თქვენს მიერ გადახდილ თანხას.
  • თქვენი მხრიდან შეკვეთის გაუქმების მოთხოვნა ხდება, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ვებ გვერდზე მითითებულ ელ-ფოსტის საშუალებით.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ვებ გვერდის და მისი გადახდის სისტემის ოპერირებაზე თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ვებ გვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან ვებ გვერდზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების/მიზეზების გამო.
  • კომპანიის პასუხიმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც თქვენ გადაიხადეთ შესაბამისი საქონლისა და სერვისებისათვის. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის თქვენი შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე.
  • კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის მიწოდების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია იმ ქმედებით, რომელიც სცდება ჩვენი შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, როგორიც არის ბუნებრივი მოვლენების/სტიქიების შემთხვევები ან მესამე პირთა ქმედებები.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მომხმარებელთა პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვებ გვერდს არ აქვს წვდომა თქვენს პირად საბანკო ინფორმაციაზე და არ ინახავს ამ ტიპის ინფორმაციას.

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების ინფორმაცია, (ბილინგის დეტალები), რომელსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ, გამოიყენება თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად და ბუღალტერიისთვის.

წინამდებარე მუხლის პირობების მიუხედავად, შემდეგი ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იყოს როგორც კონფიდენციალური: (1) ინფორმაცია რომელიც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის მომხმარებლის მიერ შპს ერგონომიქსისთვის მიწოდებამდე; (2) გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის ჩვენი კომპანიის მიერ ამ ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გარეშე;  (3) არ შეიძლება მიჩნეულ იყოს კონფიდენციალურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანია ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები რაც აუცილებელია კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს კომპანიის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უშუალოდ აქვთ კავშისჭირდებათ აღნიშნული ინფორმაცია ვებ გვერდის ოპერირების ან შეკვეთის განხორცილებისთვის.

ჩვენს ვებ გვერდზე პერიოდულად შეიძლება ნახოთ სხვა ვებ გვერდების ლინკები და მასალები. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება მხოლოდ ჩვენს გვერდს, შესაბამისად, სხვა ვებ გვერდების გამოყენებისას, გთხოვთ გაეცნოთ მათი კონფიდენიციალურობის პოლიტიკას. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს მიერ ჩვენს საიტზე განთავსებული სხვა გვერდებთან მაკავშირებელი მასალებთან თქვენი ინტერაქციის შედეგად დამდგარ შედეგებზე.

დეტალურად ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის დებულებას.

 

საჩივრები და თანხის უკან დაბრუნება

ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ საჩივრებს და მიზნად ვისახავთ ვუპასუხოთ ნებისმიერ თქვენს საჩივარს 5 სამუშაო დღეში. ყველა საჩივარი გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: contact@ergonomics.ge

თანხა უკან ბრუნდება სრულად იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ გაწვდით თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტს, მისი უქონლობის ან ნებისმიერი სხვა ჩვენი მხრიდან შეფერხების გამო.

 

მომხმარებელს ეკრძალება:

გამოიყენოს ავტომატური სისტემა ან პროგრამა ჩვენს ვებ გვერდთან ან მის ონლაინ შეკვეთის ფუნქციასთან მიმართებაში.

შეაგროვოს პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ჩვენი ვებ გვერდიდან, არ გამოიყენოთ ვებ გვერდის მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო სისტემები კომერციული შუამავლობისთვის, არ უშუამოვალოთ ვებ გვერდის ნებისმიერ მომხმარებელს არანაირი მიზნით, არ გამოაქვეყნოთ ან გაავრცელოთ რაიმე ვაუჩერები და კოდები და არ გატეხოთ ეს ვებ გვერდი.

მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაკეთების, გაუქმების, გადახდის ინსტრუქციები, აკრძალვები და მიწოდების ფორმა წარმოადგენს ჩვენს და მომხმარებელს შორის მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი. იმ შემთხვევაში თუ რაიმე კონფლიქტი წარმოიშობა ამ პირობებსა და ვებ გვერდზე მოცემულ სხვა პირობებსა და დებულებებს შორის, უპირატესად გამოიყენება ეს მოხმარების წესები და პირობები.

ეს მოხმარების წესები და პირობები და ხელშეკრულება (და ყველა არასახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან) მოქმედებს და აღებულია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.