ხშირად ხდება, რომ თითქოს რემონტი დასრულებულია უამრავი დრო ფული და ენერგია ჩაყრილი ამ საქმეში, თვითოეული დეტალს მიექცა ყურადღება და თითქოს ყველაფერი მეტნაკლებად რიგზეა მაგრამ ყოველთვსი რჩება წვრილმანი რომელიც „ნერვებს გიშლით“ და არ გასვენებთ, მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებთ და არა იმიტომ რომ ამ წვრილმანის გადაჭრაში ფულის გადახდა გენანებათ ან არ გცალიათ? არა ბევრიც იარეთ და შესაბამისი თანხაც არ გენანებათ, მაგრამ ყველა სპეციალისტი თუ გამყიდველი გპასუხებთ რომ ამ წვრილმანის მოგვარების არც პრაქტიკა და არც პროდუქტი არ არსებობს.
სწორად ასეთი წვრილმანია, შიშვლად დარჩენილი გათბობის რადიოტარების მილები, რომლებიც კედლიდან გამოდის და გათბობის რადიატორს უერთდება ორ წერტილში. ხშირად კედლიდან გამომავალი მეტალო პლასტმასის მილები დაღუნულია ან ზედ ჯერ ისევ ახალი რემონტისგან დასვრილი კედლის საღებავის საღებავის და წებოს ნაღვენთები ეტყობა, ანაც კედლიდან გამოსვლისას უდიერად შემოჭრილი შპალერი გიშლით ნერვებს. უფრო რთულადაა მდგომარეობა თუ ფერადი რადიატორები შეარჩიეთ, ამ შემთხვევაში, კედლიდან გამოსული რადიატორისკენ მიმავალი თეთრი მილები სულ უკარგავენ ძვირადღირებული ფერად რადიატორს იერს და აბსოლუტურად კონტექსტიდან აგდებენ რადიატორის ვიზუალურ მხარეს.
ამ დრომდე ამ საკითხის გადაჭრის „ადამიანური“ გზა არც არსებობდა, თუ არ ჩავთვლით ღრმად ინდივიდუალურ მიდგომას რომელიც ძალიან ძვირი ჯდებოდა როგორც ფინანსური ასევე დროის თვალსაზრისით. ჩვენი გათბობის მილების დეკორატიული საფარი კი, სრულად მოგიგვარებთ საკითხს და საშულებას მოგცემთ მარტივად, მინიმალური დანახარჯებით გადაწყვიტოთ პრობლემა და თქვენს გათბობის რადიატორებს მისცემთ სრულფასოვანი და ვიზუალურად მომხიბვლელი იერსახე.