Polymer Dispersed Liquid Crystal (PDLC) – პოლიმერის გაფანტული თხევად-კრისტალიანი ფირი ანუ – PDLC, გახლავთ ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც საშუალებას იძლევა მინაზე და ან ფანჯარაზე გაკვრისას უზრუნველყოს მართვადი დაბურვის და/ან გამჭირვალობის ეფექტი და ვიდეო გამოსახულების პროექცია. ფირს გააჩნია ორი რეჟიმი – დაბურული და გამჭირვალე, ეს უკანასკნელი მიიღწევა პოლიმერის ფირში მცირე ელექტრონული მუხტის მიწოდებით, რომელიც იმართება დისტანციური მართვის პულტით.
პოლიმერის თხევად-კრისტალიან ფირს ფართო გამოყენება აქვს ოფისებში, საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში, სააბაზანო სივრცეში ასევე ავტომობილის მინის დაბურვისას. ფართო გამოყენებაა აქვს ასევე სარეკლამო სფეროში, რადგან მინაზე გაკრულ პოლიმერის თხევად-კრისტალიან ფირს გააჩნია შუქჩრდილების დაჭერა/არეკვლის თვისება რაც საშუალებას იძლევა ფირზე მოხდეს გამოსახულების პროექცია. ხშირად სავაჭრო ობიექტების ვიტრაჟებზე გაკრული ფირი აირეკლავს პროექტორისან მიმართულ გამოსახულებას და ვიტრაჟი გადმოცემს ვიდეო გამოსახულებას როგორც თხევადკრისტალური ტელევიზორი; თუმცა ტელევიზორისგან განსხვავებით შესაძლებელია ფირის ზომების ადვილად ადაპტირება და თითქმის ნებისმიერი ზომის და განშლადობის გამოსახულების მიღება. შესაძლებელია მთლიანი ვიტრაჟის ან ფანჯრის გარდაქმნა სარეკლამო ბილბორდად, რაც რა თქმა უნდა იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას და ობიექტს ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის.