კითხვა-პასუხი

სადაური კომპანიაა ერგონომომიქსი?

ერგონომიქსი არის ქართული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, იმართება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

სად იწარმოება ერგონომიქსის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია?

ერგონომიქსი პროდუქციის იმპორტს ახორციელებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ჩინეთიდან, აშშ-დან, ევროპის ქვეყნებიდან.  პროდუქციის ნაწილი წარმოებულია საქართველოში.

სად და როგორ შევიძინო თქვენი პროდუქცია?

ერგონომიქსის პროდუქციის შეძენა შეიძლება ჩვენი საიტიდან ასევე ყველა მსხვილ ონლაინ პლატფორმაზე, როგორებიცაა extra.ge, vendoo.ge, shop.ge, hotsale.ge, mymarket.ge.

აუცილელებელია თუ არა საიტზე რეგისტრაცია პროდუქციის შესაძენად?

არა. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი  მონაცემები გადახდის პლატფორმის საშუალებით  ნივთის შეძენისას. ამისათვის წინასწარი რეგისტრაციაა არაა საჭირო.

რა საგარანტიო პირობებია თქვენს პროდუქციაზე?

მომწოდებელთა ტერიტორიული სიშორიდან გამომდინარე და ასევე ადგილობრივი მარაგების არ არსებობის გამო, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ გთავაზობთ საგარანტიო პირობებს ჩვენს პროდუქციაზე.

გაქვთ თუ არა განვადება?

დიახ, გვაქვს. მათ შორის, გვაქვს 9 თვემდე უპროცენტო განვადება.

გაქვთ თუ არა მიწოდების სერვისი?

დიახ, გვაქვს. ფასი განისაზღვრება ნივთის მოცულობა/წონიდან გამომდინარე. მიწოდება თბილისში 3 სამუშაო დღის ვადაში და რეგიონებში – 5 სამუშაო დღის ვადაში.

გაქვთ თუ არა ექსპრეს მიწოდების სერვისი იმავე დღეს?

ზოგადად, არა. თუმცა, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამონაკლისის დაშვებაც. გთხოვთ, ასეთ შემთხვევებზე დაუკავშირდეთ ჩვენი კომპანიის ადმინისტრაციას.

როგორ ხდება წუნდებული პროდუქტის დაბრუნება?

პროდუქტის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში  მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს და წერილობით გვაცნობოს პროდუქტის ტექნიკური წუნის შესახებ. თუ ტექნიკური წუნი თვალსაჩინოა, სასურველია, შესაბამისი ფოტოების გადმოგზავნაც. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი და წუნი არ არის მომხმარებლის მექნიკური ან დაუდევარი მოპყრობის შედეგი, ჩვენ 72 საათში მოგაწვდით ახალ პროდუქტს.

რამდენად დაცულია ჩემი საბანკო მონაცემები ონლაინ შესყიდვისას?

თქვენი საბანკო მონაცემები დაცულია იმდენად, რამდენადაც დაცულია საქართველოს ელექტრონული საბანკო გადახდის სისტემა. ჩვენს საიტზე ინტეგრირებულია ელექტრონული გადახდის საბანკო სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს თანხების გადარიცხვას. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში მინიმალურია და პროცესი მთლიანად საბანკო სისტემის ხელშია.

ხართ თუ არა დღგ-ს გადამხდელი და შევძლებ თუ არა დღგ-ს ჩათვლას?

დიახ, ვართ და შეძლებთ დღგ-ს ჩათვლას.