კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკას. კონფიდენციალობის პოლიტიკა გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ან დაათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს, რაიმე პროდუქტის შეძენის გარეშე, როდესაც დარეგისტრირდებით ergonomics.ge-ზე და როდესაც თქვენ გამოიყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს რაიმე პროდუქტის შესაძენად. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ ზოგადი წესები და პირობები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას როგორც კონფიდენციალობის, ასევე, სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.
კონფიდენციალობის პოლიტიკა მიზნად ისახავს დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისას და გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენ მიერ.
ვებ-გვერდს ergonomics.ge მართავს შპს „ერგონომიქსი“ (ერგონომიქსი). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი: ნიშნავს შპს ერგონომიქსი, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402197608, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, დიდუბის რაიონი, დ. ყიფიანის ქ., N13, ბ. 13;
კონფიდენციალურობა
ერგონომიქსი პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულები იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოიყენება -აუცილებლობის პრინციპი. მაშასადამე, თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაყვანილი იქნება მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.
ჩვენ არ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მაშინ როცა მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით (როგორიცაა მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ახდენენ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას) ან სხვა საშუალებებით, რომლებიც აძლევს ერგონომიქსის თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გარდა იმისა როცა ეს არის მკაცრად აუცილებელი ან კომპეტენტური საჯარო ხელისუფლების ან პოლიციის მოთხოვნა (მაგალითად, მონაცემთა ტრაფიკისა და IP მისამართის შემთხვევაში).
პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები
თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია ერგონომიქსის მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან, მის მომსახურებასთან და პროდუქტის შეძენასთან ergonomics.ge-ზე. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე შეიძლება გამოყენებული იქნება სხვა ოპერაციების შესრულებისას ამ მიზნების ფარგლებში.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
- ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით (ჩემი ანგარიში), იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ გამოგიგზავნოთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურები, კონკრეტულად მოთხოვნის შემთხევაში;
- დახმარების მოთხოვნის დროს შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულიაge-თან და პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან;
- პროდუქტის შეძენისას ergonomics.ge-ზე, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (როგორიცაა პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო ბარათის ნომრები, საბანკო ანგარიში, საგადასახადო კოდი და ტელეფონის ნომერი) თქვენი შეკვეთის ფორმიდან მხოლოდ იმ პროდუქტის გაყიდვის მიზნებისთვის, რომელიც შეკვეთილია თქვენ მიერ;
- ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია დათვალიერებასთან, ვებ-ბრაუზერის შეთავსებადობასთან და ergonomics.ge ვებ-გვერდების ნახვასა და ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით;
- თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით, როგორიცაა როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოითხოვს, რომ თავიდან იქნას აცილებული თაღლითობა ergonomics.ge-ზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს ერგონომიქსის მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამის შედეგად დამუშავება და ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად. გთხოვთ, მოახდინოთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ცვლილების განცხადება, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ თქვენი მონაცემები არის ზუსტი და განახლებული, შესაბამისი და სრული.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე. თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი შეკვეთის დამუშავებისთვის. უფრო მეტიც, თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, მაგალითად, იმ შემთხვევაში როდესაც ერგონომიქსიმ თავიდან უნდა აიცილოს თაღლითობა.
ერგონომიქსი დაამუშავებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული მომსახურების მიწოდებასთან ergonomics.ge-ზე, ხელშეკრულების აღსრულებასთან, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის ყიდვასა და გაყიდვასთან ergonomics.ge-ზე და თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ, რომ გამოგიგზავნოთ ახალი კომერციული ინიციატივები, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის საქმიანობასთან და მომსახურებასთან.
ერგონომიქსმა შეიძლება დაამუშავოს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების პროცესში პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერ დროსა და წერილობითი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ერგონომიქსი შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებას 10 დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.
ერგონომიქსის შესაძლოა ჰქონდეს წვდომა მესამე პირების პერსონალურ მონაცემებთან, როდესაც ის პირდაპირ გამჟღავნებულია მისი მომხმარებლების მიერ, მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს მეგობართან გასაგზავნად, როდესაც პროდუქტის შეძენისთვის თანხის გადამხდელი განსხვავდება პროდუქტის მიმღებისგან ან როდესაც მომხმარებელს სურს რეკომენდაცია გაუწიოს მეგობარს ergonomics.ge-ის მომსახურებას ან კონკრეტულ გასაყიდ პროდუქტს. ასეთ შემთხვევებში, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ასეთი პირების თანხმობა მათი მონაცემების ერგონომიქსისთვის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და დარწმუნდეთ, რომ მათ მიაწოდეთ ინფორმაცია კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის და მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ასეთ მესამე პირებს, თუ ისინი არ მოგაწვდიან მათ გამოხატულ თანხმობას ამასთან დაკავშირებით და ნებისმიერი არასათანადო და არაკანონიერი ინფორმაციის გამოყენებისას.
ერგონომიქსმა შესაძლოა გაუმჟღავნოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეს, რომლებიც უზრუნველყოფენ, ერგონომიქსის სახელით, კონკრეტულ მომსახურებას, როგორც მონაცემების დამმუშავებლები ან პერსონალური მონაცემების სხვა მიმღები პირები, რომელიც შეგროვებულია ერგონომიქსის მიერ, რომელიც ავტომატურად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ პროდუქტის შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც შეძენილია ergonomics.ge-ზე.
პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა ერგონომიქსისთვის
ერგონომიქსისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება (კერძოდ, თქვენი პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო/სადებეტო ნომრები და საბანკო კოდი და ტელეფონის ნომერი) აუცილებელია თქვენს მიერ ergonomics.ge-ზე ნაყიდი პროდუქტის შეკვეთის დამუშავებისთვის, სხვა მომსახურების მოწოდებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ან თქვენი მონაცემები აუცილებელია, რათა შესრულდეს კანონით ან რეგულაციებით მოთხოვნილი ვალდებულებები.
სხვა სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ერგონომიქსისთვის, რომლებიც არ არის საჭირო კანონით ან ხელშეკრულებით მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულებისთვის ან მოთხოვნილი მომსახურების მოწოდებისთვის, პირიქით, არის, ნებაყოფლობითი და არ აქვს არანაირი გავლენა ვებ-გვერდის ან მისი მომსახურების გამოყენებასთან ან ergonomics.ge-ზე პროდუქტის შეძენასთან.
ზოგიერთ შემთხვევაში და თუ მოთხოვნილია, დროდადრო, ჩვენ დროულად მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ერგონომიქსისთვის გასამჟღავნებელია სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი წესით. ჩვენ მიგითითებთ გასამჟღავნებელი ინფორმაცია არის სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი სათანადო სიმბოლოების მონიშვნით (*) ინფორმაცია, რომელიც არის სავალდებულო ან ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ergonomics.ge-ზე მოთხოვნილი მომსახურების მიწოდებისთვის და ergonomics.ge-ზე პროდუქტის შეძენისთვის. ნებაყოფლობითი ინფორმაციის მიუწოდებლობა არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას ან უარყოფითს მომხმარებლებისთვის.
მონაცემების შეგროვება და უსაფრთხოების ზომები
როდესაც იყენებთ ergonomics.ge-ს, ზოგიერთი პერსონალური მონაცემი შესაძლოა დამუშავდეს ავტომატურად (“Cookies” მეშვეობით), მაგალითად, ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ მომხმარებლის IP მისამართებს და სხვა სახის ინფორმაციას, რომლებიც ეხება მომხმარებლის მონაცემთა ტრაფიკს და მომხმარებლების უპირატესობებს ამ ვებ-გვერდზე არსებული მომსახურების არჩევისას და იმ პროდუქტების შეძენისას, რომლებიც ხელმისაწვდომია მომსახურებით. ინფორმაცია და მონაცემი შეგროვებულია ავტომატურად და პირდაპირ ვებ-გვერდის მიერ, როგორც მისი ოპერატიული ფუნქციების ნაწილი. ეს ინფორმაცია და მონაცემი შემდეგში მუშავდება ერთიანად და ანონიმურად კომერციული მიზნებისთვის იმისთვის, რომ მოხდეს ergonomics.ge-ზე ხელმისაწვდომი მომსახურების გაუმჯობესება ვებ-გვერდის მომხმარებლების საჭიროებისა და უპირატესობისთვის.
სხვა შემთხვევებში, ერგონომიქსი პირდაპირ შეაგროვებს პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციას მისი მომხმარებლებისაგან, როდესაც ისინი ონლაინ დარეგისტრირდებიან ergonomics.ge-ზე ან როდესაც ისინი გაგზავნიან პროდუქტის შეძენის შესახებ შეკვეთას, რომელიც იყიდება ვებ-გვერდზე, რათა მოხდეს ელექტრონულად ტრანზაქციის დასრულება.
ერგონომიქსი დაამუშავებს ასეთ მონაცემს მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ ფარგლებში, რომელიც აღნიშნულია აქ პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით და შესაძლებელია გამჟღავნდეს მესამე პირებთან მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველყოფასთან.
ვებ-გვერდმა შეიძლება გამოიყენოს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემა, როგორიცაა Cookies. Cookies არის მოწყობილობა, რომელიც გადაცემულია ინტერნეტ მომხმარებლის მყარ დისკზე. ის არ შეიცავს გასაგებ ინფორმაციას, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს დაუკავშირდეს მის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლების მიერ ergonomics.ge-ზე.
მხოლოდ ერგონომიქსი ამუშავებს Cookies მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ერთიანად და ანონიმურად, იმისთვის რომ მოხდეს მისი მომსახურებისა და ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია მომხმარებელთა საჭიროების და უპირატესობის შესაბამისად.
მონაცემთა ავტომატურად შეგროვების პროცედურის და Cookies გამოყენების შესახებ თანხმობა არის აუცილებელი ვებ-გვერდისა და მისი მომსახურების სარგებლობისთვის, მათ შორის, პროდუქტის შეძენისთვის. თუ თქვენ დაიწყეთ Cookies წაშლის პროცედურა, ერგონომიქსი ვერ უზრუნველყოფს, რომ ergonomics.ge-ის ყველა ვებ-გვერდი იქნება ნაჩვენები ან განსაზღვრული მომსახურებები იქნება მოწოდებული, როგორიცაა, მაგალითად, შენახვა ან ჩვენება ვებ-გვერდის იმ პროდუქტების, რომლებიც თქვენ აირჩიეთ, ონლაინ შეძენის პროცედურების დასრულებისას.
თუ თქვენ არ გნებავთ, რომ თქვენმა ბრაუზერმა თანხმობა განაცხადოს Cookies-ზე, თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ Cookies მიღების ოფცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
პერსონალურ მონაცემებზე და სხვა უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლება
ერგონომიქსმა შეიძლება დაამუშავოს თქვენს პერსონალურ მონაცემები იმისთვის რომ გამოგიგზავნოთ სარეკლამო მასალა და პირდაპირი მარკეტინგული ან სხვა სახის კომერციული კომუნიკაციები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც არ ხვდება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მომსახურებაში, რომელიც უზრუნველყოფილია ergonomics.ge-ის მიერ.
ერგონომიქსმა შესაძლოა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი თანხმობის გარეშე გარკვეულ შემთხვევებში, რომლებიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. როგორიცაა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, რომელიც აქვს ერგონომიქსის ან როდესაც ასეთი დამუშავება საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია კონტრაქტით მომხმარებლებთან.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, მიიღოთ დასტური ერგონომიქსისგან, მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან მუშავდება თუ არა, რეგისტრირებულია თუ არა და დამუშავების რა პროცესშია, კომუნიკაციის გასაგების ფორმით.
თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ერგონომიქსისგან ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების წყაროს შესახებ; მიზნებისა და თქვენი პერსონალური მონაცმების დამუშავების გზების შესახებ;
მარეგულირებელი კანონები
ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.
შესწორებები და ცვლილებები
ერგონომიქსის შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე ამ განყოფილებაში გამოქვეყნებისთანავე. მაშასადამე, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარული წვდომა გქონდეთ ამ განყოფილებაზე, იმისთვის რომ შეამოწმოთ უახლესი გამოცემები და ergonomics.ge-ის განახლებული პოლიტიკა.